Friday, November 13, 2009

გაცოცხლებული ტრადიცია

პროექტი `გაცოცხლებული ტრადიცია~
1. პროექტის სახელი: `გაცოცხლებული ტრადიცია~2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან იმ მივიწყებულ ტრადიციას, რომელმაც XX საუკუნის ბოლოს ახალი სიცოცხლე შეიძინა, ეს გახლავთ ტიხრული მინანქარის ტექნიკა.3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის ფომატში მოსწავლეები ეცნობიან ქართული ტიხრული მინანქრის მივიწყებულ ტრადიციას. აგროვებენ ინფორმაციას იმ ქვეყნების შესახებ სადაც მინანქრის ხელოვნება წარმოიშვა, იძიებენ ხელოვნების ამ დარგის სათავეებს. ძიების პროცესში ისინი გამოარკვევენ, რომ ქართული ტიხრული მინანქარი თორმეტ ასეულ წელს ითვლის, ხოლო საუკეთესო ნიმუშები თავმოყრილია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში, ზოგი მათგანი დაცულია პეტერბურგის, ბერლინის, ნიუ-იორკის და სხვა მუზეუმებში.მოსწავლეები მოინახულებენ XX ს-ის 60-იანელი მხატვრის იაგო დეკანოსიძის სახელოსნოსა და ხელოვნების გალერეა `ორნამენტს~, რომელიც 2000 წელს გაიხსნა. კვლევა-ძიების დროს აღმოაჩენენ, რომ მინანქრის კეთების მივიწყებულ ტრადიციას გამოცოცხლება დაეტყო.პროექტის მონაწილეები დაესწრებიან და დააკვირდებიან გალერეა `ორნამენტთან~ არსებული სკოლის პედაგოგ მხატვარ თეა გურგენიძის მუშაობას, უნიკალური ტექნოლოგიები,, რომელსაც თანამედროვე ხელოვანები იყენებენ, თითქმის არ შეცვლილა, ისეთივე დარჩა ზოგიერთი მასალის ქიმიური შედგენილობაც (მაგ. წებო დღესაც კომშის გულისაგან მზადდება). მოსწავლეები სასწაულის მოწმენი ხდებიან, მათ თვალწინ იქმნება ტიხრული მინანქრის ნიმუში.პროექტის მონაწილეები გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, მოიძიებენ VII – XII და XII – XV ს.ს. ნიმუშების სლაიდებს და სხვა მოპოვებულ მასალებთან ერთად განათავსებენ ინტერნეტში.4. მონაწილეთა ასაკი: 13 – 16 წ. (VII – XII კლ.)5. ვადები: 1 თვე6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ისტორიული და სამეცნიერო მასალების მოძიება, ინტერნეტის საშუალებით ფოტო და საინფორმაციო მასალების შეგროვება, ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება.7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იძენენ კვლევისა და დეტალებზე დაკვირვების უნარს, ეცნობიან ეროვნულ სულიერ და მატერიალურ ფასეულობებს, ქმნიან ფოტო და ვიდეო მასალას.8. სარგებელი სხვებისათვის: ამ პროექტის გაცნობა სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს შეისწავლონ ხელოვნების ამ უძველესი დარგის ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს მივიწყებული ტრადიციის აღორძინებასა და გაგრძელებას. მოხდება მრავალი ადამიანის დასაქმება და საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს კერძო თუ სახელმწიფო საწარმოების გაჩენა.9. სამუშაო ენა: ქართული10. საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასტან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ხელოვნება, სამეცნიერო წყაროებზე მუშაობა, ინფორმაციული ტექსტის შედგენა.11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარინა ჟღენტი13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: მარიზჰგენტი@გმაილ.ცომ 14. პროექტის ფორუმი:15. პროექტის ვებგვერდი:

No comments:

Post a Comment